ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

რეალის ოფიციალური განცხადება | ბელინგემს ხვალ წარადგენენ

მადრიდის „რეალმა“ ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. რამდენიმე წუთის წინ, „სამეფო კლუბის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბელინგემის წარდგენის ცერემონია ხვალ, ადგილობრივი დროით 15:00-ზე გაიმართება.

„ბლანკოსის“ მიხედვით, ბელინგემი კლუბთან 6 სეზონზე გათვლილ ხელშეკრულებას გააფორმებს. მადრიდელები 19 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 103 მილიონ ევროს გადაიხდიან და გარიგებაში გათვალისწინებული იქნება ბონუსები, რომელთა მაქსიმალური ოდენობა 30.9 მილიონია.

შეგახსენებთ, რომ ბელინგემი „დორტმუნდს“ 2020 წელს „ბირმინგემიდან“ 25 მილიონ ევროდ შეუერთდა. ბუნდესლიგის გასულ სეზონში, 19 წლის ნახევარმცველმა კლუბის მაისურით 42 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იუვეში მისი ტრანსფერი ჯანსაღ კონკურენციას შექმნის“ - ilBiancoNero მიქაუტაძეზე
„იუვეში მისი ტრანსფერი ჯანსაღ კონკურენციას შექმნის“ - ilBiancoNero მიქაუტაძეზე