მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

ალჯო: „მერაბი გიჟია, უკვე ცალი ხელით ვარჯიშობს“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „ალჯომ“ ინტერვიუ The Schmo-ს მისცა და „მანქანისა“ და ჰენრი სეხუდოს შესაძლო ჩხუბზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„მერაბი სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და არ ვიცით, როდის დაბრუნდება. სეხუდოსთან ბრძოლამდე, სავარჯიშო კემპი უნდა გაიაროს და ზუსტი თარიღის დასახელება რთულია, თუმცა მერაბი გიჟია და უკვე ცალი ხელით ვარჯიშობს. არის შანსი, ჩხუბისთვის მზად იმ დღესვე იყოს, როცა ხელის ფიქსატორს მოხსნიან.

დრო გვიჩვენებს, რა მოხდება, მაგრამ არ მგონია, აგვისტოში შეძლოს ჩხუბი. ეს ძალიან ადრე იქნება. შემოდგომა კარგი ვარიანტია და თუ ჰენრის უნდა, ორ ნიუ იორკელ ბიჭთან დამარცხდეს, ჩვენთვის ეს პრობლემა არაა. მე და მერაბი ორთავიანი დრაკონი ვართ. როცა ჩემს საქმეს დავასრულებ, ამ წონაში ვეღარ მიხილავთ და დვალიშვილს საშუალებას მივცემ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონი ტერორის ქვეშ ამყოფოს“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ბოლოს 2023 წლის მარტში რუს პიოტრ იანის წინააღმდეგ იბრძოლა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მაისის შუა რიცხვებში, „მანქანას“ ხელზე ოპერაცია ჩაუტარდა და ვარჯიში 6 კვირით, ხოლო ნატკენი ხელით დარტყმების განხორციელება 3 თვით აეკრძალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვოლკანოვსკი ილიაზე: „სატიტულო ბრძოლისთვის ემეტის დანოკაუტება სჭირდება“
ვოლკანოვსკი ილიაზე: „სატიტულო ბრძოლისთვის ემეტის დანოკაუტება სჭირდება“