მეცი, გიორგი მიქაუტაძე, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„იუვეში მისი ტრანსფერი ჯანსაღ კონკურენციას შექმნის“ - ilBiancoNero მიქაუტაძეზე

გუშინ, იტალიურმა la Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა, რომ ტურინის „იუვენტუსი“ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ შემტევის, გიორგი მიქაუტაძის გადაბირებით არის დაინტერესებული და 22 წლის ფეხბურთელს უახლოეს სანაკრებო შეხვედრებში დააკვირდება, რომელიც ჩვენმა გუნდმა ჯერ კვიპროსთან, შემდეგ კი შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე, გიორგი მიქაუტაძე ტურინული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. „აი, ვინ არის მიქაუტაძე, „ახალი ლაკაზეტი“, რომელმაც „მეცში“ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“ - ამ სათაურით იწყება სააგენტო ilBiancoNero-ს მიერ მომზადებული სტატია.

რას წერს სააგენტო გიორგი მიქაუტაძეზე:

„იუვენტუსმა“ გიორგი მიქაუტაძეს დაადგა თვალი. მისი სახელი ბევრს არაფერს გვეუბნება, თუმცა ის არის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც ბოლო 1 წლის წარმოუდგენელი რიცხვები დააფიქსირეს და დიდი ყურადღება მიიქციეს. წარმომავლობისა და იმ ჩემპიონატის გათვალისწინებით, სადაც თამაშობდა, მას დაბალი ფასი აქვს და სწორი სკაუტინგის წყალობით, შესაძლოა „იუვენტუსმა“ ხელსაყრელი გარიგება განახორციელოს. ის ქართული და არაქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ფეთქებად ტალანტად ითვლება. მიქაუტაძე კვარაცხელიაზე რამდენიმე თვით უფროსია, მაგრამ ორივე ფეხბურთელი იზიარებს შთაბეჭდილების მოხდენის დიდ სურვილს და მალე, ევროპული ფეხბურთის ახალი სახეები გახდებიან.

პოზიციურად ცენტრალური თავდამსხმელია, თუმცა მთელ შეტევით ფრონტზე შეუძლია თამაში და ბომბარდირის შესანიშნავი თვისებებით გამოირჩევა. ამაზე მისი ციფრებიც მეტყველებს: 40 თამაში გასულ სეზონში, 24 გოლი და 9 საგოლე გადაცემა საფრანგეთის ლიგა 2-სა და საფრანგეთის თასზე, ეს ყველაფერი „მეცის“ მაისურით, რომელსაც ემატება მარტში გატანილი გოლი ნორვეგიის წინააღმდეგ. ლიონში დაბადებულ ფრანგ-ქართველს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მისი გუნდი ლიგა 1-ში დაწინაურდა, ის ახალი ნახტომისთვის ემზადება. მიქაუტაძე ტიპური ცხრიანია, თუმცა მისი სიმაღლის გათვალისწინებით, ძალიან სწრაფი და ფეთქებადია, თანაც ორივე ფეხით. არიან ისეთები, რომლებმაც მასში ლაუტარო მარტინესის, ლაკაზეტისა და ბენზემას თვისებები დაინახა.

„იუვე“ მას აქტიურად დააკვირდება და არკადიუშ მილიკის შემცვლელად განიხილავს. სინამდვილეში, იდეა ცოტა მოულოდნელად დაიბადა, მაგრამ დადასტურდა ალეგრისა და სპორტულ დირექტორ მანას შორის გამართულ შეხვედრაზე, სადაც სატრანსფერო ბაზრის საკითხები იყო განხილული. როგორც ჩანს, ეს იქნება სწორი ალტერნატივა თუნდაც დუშან ვლაჰოვიჩისთვის, რომელსაც ხანგრძლივი ფიზიკური პრობლემები აქვს, ამით კი გუნდში ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნება. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ფეხბურთი ახლა აღმავლობის ახალ ფაზაში გადადის და „იუვეც“ ახალ კვარაზე იწყებს ნადირობას.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და უახლოესი სანაკრებო თამაშებისთვის ემზადება, რომელიც ვილი სანიოლის გუნდმა 17 ივნისს კვიპროსთან და 20 ივნისს შოტლანდიასთან უნდა გამართოს. „იუვენტუსის“ გარდა, მიქაუტაძის მიმართ, სხვა გუნდების შესახებაც იწერება, როგორებიც არიან „მილანი“, „ბარნლი“, „ლაციო“, „უდინეზე“, „ჯენოა“ და „ლიონი“. ქართველი ფეხბურთელის ბედი დიდი ალბათობით სანაკრებო შეხვედრების შემდეგ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე: „კვარაცხელია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ნაპოლიმ ლამაზი ფეხბურთი აჩვენა“
კონტე: „კვარაცხელია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ნაპოლიმ ლამაზი ფეხბურთი აჩვენა“