ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

კონტე: „კვარაცხელია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ნაპოლიმ ლამაზი ფეხბურთი აჩვენა“

„ტოტენჰემის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიზე“ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა „პარტენოპეის“ სკუდეტოს მოგება მიულოცა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„ნაპოლის ფეხბურთელებს, ლუჩანოსა და კლუბს წარმატებას ვულოცავ. ნეაპოლში გამარჯვება მარტივი არ არის. სპალეტიმ რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთა, კლუბმა კი შესაფერისი ფეხბურთელები აიყვანა და გარემოზე იზრუნა. ნაპოლიმ კარგი ფეხბურთი აჩვენა და პროაქტიული სტილის მიუხედავად, ბურთსაც ორგანიზებულად იბრუნებდა.

პარტენოპეიმ კვარაცხელიასა და კიმისნაირი ფეხბურთელები იპოვა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ლობოტკა და ოსიმენი ძალიან გაიზარდნენ, სპალეტიმ კი კარგი სამუშაო გასწია, რათა მისი ფეხბურთელები ბალანსის შენარჩუნებით კონკურენტუნარიანი ყოფილიყვნენ. მაშინ, როცა ნაპოლის ბურთი არ ჰქონდა, პარტენოპეის ფეხბურთელები ბრწყინვალედ მოქმედებდნენ. დასანანია, ნეაპოლში სპალეტის თავგადასავალი რომ დასრულდა. კლუბს სოლიდური ბაზა აქვს და ლუჩანოს წარმატების მიღწევა კიდევ შეეძლო, მაგრამ მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. ზოგჯერ, როცა ბოლოში მიდიხარ, ხვდები, რომ გამოფიტული ხარ“.

შეგახსენებთ, 2022/23 წლების სეზონში „ნაპოლიმ“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიგო, რაშიც უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა. „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო ფეხბურთელად ოსიმენი დაასახელა | Football Italia-მ ნაპოლის სეზონი შეაჯამა
საუკეთესო ფეხბურთელად ოსიმენი დაასახელა | Football Italia-მ ნაპოლის სეზონი შეაჯამა