ბარსელონა, ინტერ მაიამი, დევიდ ბექჰემი
Aa
Aa

ბექჰემის გეგმა ამუშავდა - ალბა ინტერ მაიამისთან მოლაპარაკებას აწარმოებს

მას შემდეგ, რაც ლიონელ მესი „ინტერ მაიამის“ შეუერთდა ცნობილი გახდა, რომ დევიდ ბექჰემს „ბარსელონას“ ფეხბურთელებთან დაკავშირებით გეგმა აქვს.

ინგლისელი სუპერვარსკვლავის სურვილია, რომ თავის გუნდში მესისთან ერთად ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი და ლუის სუარესი მიიყვანოს.

როგორც ჩანს, დევიდის გეგმა ამუშავდა. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ესპანელი მარცხენა მცველი ამერიკულ კლუბთან აქტიურ მოლაპარაკებას მართავს. ეს მისთვის კონკრეტული შესაძლებლობაა.

რომანოს თქმით, ალბას საუდის არაბეთიდან ორი შეთავაზება აქვს, რომელსაც განიხილავს და გადაწყვეტილებას შემდეგ კვირაში მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მთავარი სურვილი მესისთან ერთად თამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ტყუილია“ - მბაპემ რეალში ტრანსფერი უარყო
“ტყუილია“ - მბაპემ რეალში ტრანსფერი უარყო