პსჟ, მადრიდის რეალი, კილიან მბაპე, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

პერესი მეგა-ტრანსფერს ამზადებს - მბაპესთვის რეალი პრიორიტეტია

ESPN-ის ცნობით, მადრიდის „რეალი“ მზადაა კილიან მბაპეს თაობაზე პსჟ-ს წინადადებით მიმართოს. „სამეფო კლუბი“ მბაპეს გადაბირებას მიმდინარე ზაფხულში ეცდება და არა შემდეგი სეზონის დასრულების შემდეგ, როცა ფრანგი თავისუფალი აგენტი გახდება.

წყაროს ცნობით, „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს მბაპეს გარემოცვასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს და ფეხბურთელის გადაბირება მაქსიმალურად მალე სურს.

დაინტერესებულ კლუბებს შორის მბაპე უპირატესობას მადრიდულ გრანდს ანიჭებს.

ESPN-ის ცნობით, პსჟ კილიან მბაპეს 150 მილიონ ევროდ აფასებს.

მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს და კონტრაქტის მიხედვით, მისი 1 სეზონით გახანგრძლივება შეეძლო. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კილიანმა ამაზე უარი თქვა და კლუბს სამომავლო გეგმების შესახებ წერილი გაუგზავნა, ახლახან კი ამ წერილთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა.

როგორც Times-ი წერს, აღნიშნული წერილი გასული წლის ივლისით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ მბაპემ ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტის ამოქმედებაზე უარი კლუბთან კონტრაქტის გაფორმებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ თქვა. საბოლოო ჯამში, როგორც კილიანის „ტვიტერის“ გვერდიდან შევიტყვეთ ეს ყველაფერი ტყუილია და 24 წლის სუპერვარსკვლავი მომავალ სეზონში კვლავ „პარი სენ ჟერმენის“ ღირსებას დაიცავს.

შეგახსენებთ, მბაპემ პსჟ-ს დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უარყო, რაც მოულოდნელი არ იყო, რადგან ზოგადად ფეხბურთელები კლუბიდან წასვლას არ აანონსებენ.

მბაპე პსჟ-ს დატოვებას გამორიცხავს: „ტყუილი!! რაც უფრო დიდია, მით უფრო სწრაფად ვრცელდება. მე უკვე ვთქვი, რომ მომავალ სეზონში პსჟ-ში ვითამაშებ. აქ ძალიან ბედნიერი ვარ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები