მესი: “ოქროს ბურთი ჩემთვის მნიშვნელოვანი აღარ არის“
Aa
Aa

მესი: “ოქროს ბურთი ჩემთვის მნიშვნელოვანი აღარ არის“

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი ლეო მესია, თუმცა მას კონკურენციას დიდი ალბათობით ერლინგ ჰოლანდი გაუწევს. ამ საკითხთან დაკავშირებით, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კომენტარი გააკეთა.

მესი:

„აქვს, თუ არა ოქროს ბურთს ჩემთვის მნიშვნელობა? არა, ჩემთვის ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ინდივიდუალური პრიზები პრიორიტეტი არასდროს იყო. მნიშვნელობას ყოველთვის კოლექტიურ ჯილდოს ვანიჭებდი. ასეთი კი მსოფლიო ჩემპიონატია. მუნდიალი მოვიგე და ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანია.“

შეგახსენებთ, რომ კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მესიმ 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. 7 გოლიდან ლეომ 2 ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მეშინია, მაგრამ პატივს ვცემ“ - ჰარტმანი ხვიჩასა და სხვა ოპონენტებზე
„არ მეშინია, მაგრამ პატივს ვცემ“ - ჰარტმანი ხვიჩასა და სხვა ოპონენტებზე