ხვიჩა კვარაცხელია, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი, კვილინდსი ჰარტმანი
Aa
Aa

„არ მეშინია, მაგრამ პატივს ვცემ“ - ჰარტმანი ხვიჩასა და სხვა ოპონენტებზე

„ფეიენორდისა“ და ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრების მარცხენა მცველმა კვილინდსი ჰარტმანმა საქართველოსა და რუმინეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე Voetbalzone-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ჰარტმანის გუნდი საქართველოს ნაკრებს ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, 27 ივნისს, „დინამო არენაზე“ შეხვდება. ნიდერლანდელმა მცველმა მეტოქე გუნდების გამორჩეულ ფეხბურთელებზე ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზე.

კვილინდსი ჰარტმანი: „მეტოქეებს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. გავიგე რომ საქართველოს ნაკრებში კვარაცხელია ითამაშებს, ბელგიის ნაკრებში „ლანსის“ ფორვარდი ლუის ოპენდა, პორტუგალიის ნაკრებში „არსენალის“ ნახევარმცველი - ფაბიო ვიეირა.

არ მეშინია. ჩვენ საკლუბო დონეზე „რომასა“ და სხვა ძლიერი გუნდების წინააღმდეგ ვითამაშეთ. მათი არ უნდა გეშინოდეს, მაგრამ პატივს სცემდე. კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა. მან ნამდვილად ძალიან კარგად ითამაშა. ვფიქრობ, საინტერესოა ასეთი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში შენი შესაძლებლობების შესაფასებლად“.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის რუმინეთსა და საქართველოში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 21 ივნისს, რამაზ სვანაძის გუნდი პორტუგალიას შეხვდება, ამ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებენ, რადგან 22 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად შოტლანდიასთან ითამაშებს. უდიდესი ალბათობით, აღნიშნული მოთამაშეები საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ბელგიასთან და ნიდერლანდებთან დაეხმარებიან.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე: 

საქართველო - პორტუგალია (21 ივნისი, დინამო არენა, 20:00)

საქართველო - ბელგია (24 ივნისი, დინამო არენა, 20:00)

ნიდერლანდები - საქართველო (27 ივნისი, დინამო არენა, 20:0)

მიმდინარე თვეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორ მატჩს ჩაატარებს:

კვიპროსი - საქართველო (17 ივნისი, აეკ არენა, 22:45)

შოტლანდია - საქართველო (20 ივნისი, ჰემპდენ პარკი, 22:45)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზინჩენკო: „რუსები ცდილობენ, შიშში გვაცხოვრონ, საშინელი ისტორიები მოვისმინე“
ზინჩენკო: „რუსები ცდილობენ, შიშში გვაცხოვრონ, საშინელი ისტორიები მოვისმინე“