ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ლუჩიანო მოჯი
Aa
Aa

მოჯი: „ოსიმენის გვერდით ყველა კარგად თამაშობს, მის გარეშე ნაპოლის გაუჭირდება“

„იუვენტუსის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ „ნაპოლიზე“ ისაუბრა. მოჯი იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „პარტენოპეის“ „სალერნიტანას“ თავკაცი, პაულუ სოუზა ჩაიბარებს და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.

„სოუზა ძალიან ჭკვიანი სპეციალისტია, ფეხბურთი კარგად ესმის და იცის, ის სხვებს როგორ ასწავლოს. სალერნიტანაში კარგი სამუშაო გასწია და შემტევი ფეხბურთი მოსწონს. მან იცის, ახალ გუნდში თავის დასამკვიდრებლად საჭირო რა არის და მთავარი პრობლემა იმას უკავშირდება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ნაპოლი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ვიქტორ ოსიმენის გვერდით ყველა კარგად თამაშობს: კვარაცხელია კარგად თამაშობს, ანგისა კარგად თამაშობს, ლობოტკა კარგად თამაშობს. თუ შემადგენლობა არ შეიცვალა, ეს გუნდი სკუდეტოსთვის მომდევნო სეზონშიც იბრძოლებს, თუმცა განსხვავებული და უნიკალური ჩემპიონატი ელოდება.

ოსიმენის გარეშე ნაპოლის ძალიან გაუჭირდება, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან კიმ მინ-ჯეც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მან კულიბალი ჩაანაცვლა და გუნდს სიძლიერე შესძინა. კიმისა და ოსიმენის პიროვნულმა მახასიათებლებმა ნაპოლი გააძლიერეს. კვარაცხელია კარგი ფეხბურთელია, მაგრამ გუნდის ეკონომიკაში ოსიმენზე ნაკლებად სასარგებლოა ან უფრო სწორად, სასარგებლო ხდება, როცა მოედანზე ვიქტორთან ერთადაა, რადგან ნიგერიელი მას იმ პოზიციისკენ გზავნის, რომელსაც კარგად ერგება. ოსიმენი არის საწყისი წერტილი გუნდისა, რომელსაც სკუდეტოს მოგება უნდა“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რაც ოსიმენის ქომაგებს არ მოეწონათ. მათი თქმით, ძარცვას ჰქონდა ადგილი და ეს ჯილდო ვიქტორ ოსიმენს უნდა მოეგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი ჩემპიონი გახდა და პირობა შეასრულა | კანავარომ ველოსიპედით 254 კმ გაიარა
ნაპოლი ჩემპიონი გახდა და პირობა შეასრულა | კანავარომ ველოსიპედით 254 კმ გაიარა