ევერტონი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

კარლო ანჩელოტიმ ევერტონს სასამართლოში უჩივლა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „ევერტონს“ სასამართლოში უჩივლა.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, 64 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ლონდონის უმაღლეს სასამართლოში სარჩელი გუშინ დაარეგისტრირა, საქმის სახელწოდება კი „ზოგადი კომერციული შეთანხმებებია“.

კონკრეტულად, რა პრეტენზია წამოაყენა ანჩელოტიმ ყოფილი კლუბის მიმართ, ეს ჯერჯერობით უცნობია. დამატებითი განმარტება არც იტალიელი მწვრთნელის ადვოკატებს და არც „ევერტონის“ წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ, თუმცა მედიაში ვარაუდობენ, რომ საქმე ეხება ანჩელოტის გათავისუფლების პერიოდში მისი უფლებების დარღვევას.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი „ევერტონში“ ორი წლის განმავლობაში მუშაობდა და კლუბი 2021 წლის ზაფხულში დატოვა. გუნდიდან გათავისუფლების შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა მადრიდის „რეალი“ ჩაიბარა და პირველივე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. 64 წლის სპეციალისტს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: “დე ლაურენტისს ორმა მწვრთნელობა წინასწარი თანხმობა მისცა“
Gazzetta: “დე ლაურენტისს ორმა მწვრთნელობა წინასწარი თანხმობა მისცა“