მანჩესტერ იუნაიტედი, მან. სიტი, გრემ სუნესი
Aa
Aa

სუნესი: „სიტის სასტარტოში იუნაიტედის 1 ფეხბურთელიც ვერ მოხვდებოდა“

„ლივერპულის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გრენ სუნესმა „მან. სიტისა“ და „მან. იუნაიტედის“ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, „ქალაქელებს“ გაცილებით მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ, იმდენად რომ „წითელი ეშმაკების“ ფეხბურთელები „ქალაქელების“ სასტარტოში ვერ მოხვდებოდნენ.

„მან. სიტის“ სასტარტო 11-ეულში მან. იუნაიტედის“ ერთი ფეხბურთელიც ვერ მოხვდებოდა. ვფიქრობ, ეს სიმართლეა. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ „მან. სიტის“ სათადარიგოთა სკამზე მსხდომი მოთამაშეები „მან. იუნაიტედს“ გააძლიერებდნენ. 

„მან. სიტის“ ყველა პოზიციაზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს. ჩემი ეს სიტყვები მანჩესტერის წითელ მხარეში პოპულარობას არ მომიტანს, მაგრამ მე ამაზე ბევრი ვიფიქრე.

ხალხმა შეიძლება თქვას, თუ რას ვიტყვი ბრუნო ფერნანდეშზე, მარკუშ რაშფორდზე. გასაგებია, მაგრამ ითამაშებდა ფერნანდეში გიუნდოგანის ან კევინ დე ბრუინის ნაცვლად? შანსი არაა.

კაზემირო ძალიან კარგი ფეხბურთელია, შესანიშნავ პერფორმანსს აჩვენებს, მაგრამ როდრიზე უკეთესია? გიუნდოგანზეც იგივეს ვფიქრობ, შანსი არ აქვს“.

შეგახსენებთ, სუნესი „ლივერპულის“ ლეგენდაა, „მერსისაიდელებთან“ ერთად ჩემპიონთა თასი სამჯერ მოიგო (1977-78, 1980-81, 1983-84).

ფოტოზე „ლივერპულის“ შოტლანდიელი ლეგენდები, კენი დალგლიში და გრემ სუნესი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები