ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კაპელო, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„სწორი გადაწყვეტილებაა“ - კაპელოს აზრით, კვარა MVP-ის ჯილდოს იმსახურებდა

„ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. „კვარას“ აღიარებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით, ნიგერიელ გულშემატკივართა შორის, რომელთა აზრითაც, ეს ჯილდო ვიქტორ ოსიმენს უნდა მიეღო.

აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია ლეგენდარულმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ დააფიქსირა და Championat-თან საუბრისას განაცხადა: „არჩევანს ვეთანხმები! ხვიჩამ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება დაიმსახურა!“

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელ ქომაგებს „კვარას“ აღიარება ძალიან არ მოეწონათ. მათ სოციალურ ქსელებში სერია A რასისტობაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც, ოსიმენი არ გამოარჩიეს, მისი კანის ფერი გახლავთ.

ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ მონაწილეობა 33 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე, მან 9 მატჩში ითამაშა და 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ოსიმენს რაც შეეხება, მან სერია A-ში 31 მატჩი ითამაშა და 25 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია | კვარაცხელიას აღიარება იტალიაში!
სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია | კვარაცხელიას აღიარება იტალიაში!