ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„უკეთესი ფინიშერი გახდა“ - ბორდოს თავკაცი ზურიკოს აქებს

„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ გუიონმა ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაში იმყოფება, ჟირონდელთა ბოლო შეხვედრაში გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა და ფრანგი სპეციალისტისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა.

„ვფიქრობ, ზურიკოსთან მიმართებით, სწორი და ზუსტი მენეჯმენტი გავატარეთ და ვხედავთ, დარტყმებითა და სისწრაფის წყალობით, გუნდისთვის რის მიცემა შეუძლია. მომწონს ის ფაქტი, რომ ზურიკო მეტოქის საჯარიმოში ბევრად თავისუფლად თამაშობს და ამან საშუალება მისცა, უკეთესი ფინიშერი გამხდარიყო.

მართალია, ზურიკო ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ სულ ვეუბნები, რომ ეროვნულ ნაკრებში 30 მატჩი აქვს ჩატარებული და თანაგუნდელებს თავისი გამოცდილება უნდა გაუზიაროს. მნიშვნელოვან შეხვედრებში ის მშვიდია და იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომლებსაც უმნიშვნელოვანეს მატჩებში თავის გამოჩენა შეუძლიათ“.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის „ბორდოს“ 69 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებს. ჟირონდელები მესამეადგილოსან „მეცს“ 3 ქულით უსწრებენ და მომდევნო მატჩი 26 მაისს, „ანესის“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია სხვა დონეზეა, ნაოპერაციები ხელით 3 თვე ვერ დავარტყამ“ - მერაბის ინტერვიუ
„ილია სხვა დონეზეა, ნაოპერაციები ხელით 3 თვე ვერ დავარტყამ“ - მერაბის ინტერვიუ