ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„ლა ლიგა რასისტების ჩემპიონატი გახდა“ - ვინისიუსის პოსტი ვალენსიასთან მატჩის შემდეგ

ლა ლიგის 35-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „რეალს“ დაუპირისპირდა და 1:0 იმარჯვა. მატჩის მიმდინარეობისას, „ღამურების“ ქომაგებმა ვინისიუს ჟუნიორს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი მისამართით სიტყვა „მაიმუნს“ სკანდირებდნენ.

შეხვედრის მიწურულს, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო, საფინალო სასტვენის შემდეგ კი „მესტალიაზე“ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ვინისიუსმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ლა ლიგა რასისტების ჩემპიონატი გახდა.

„ეს პირველად, მეორედ ან მესამედ არ ხდება. ლა ლიგაში რასიზმი ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩემპიონატისა და ფედერაციის ხელმძღვანელები თვლიან, რომ ეს ნორმალურია, მეტოქე გუნდები კი ამას ხელს უწყობენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემპიონატი, რომელიც ოდესღაც რონალდინიოს, რონალდოს, კრიშტიანუსა და მესის ეკუთვნოდა, ახლა რასისტებს ეკუთვნის.

შესანიშნავი ერი, რომელმაც მიმიღო და თავი შემაყვარა, მაგრამ თანახმაა, მსოფლიოში რასისტული ქვეყნის იმიჯის ექსპორტი მოახდინოს. ძალიან ვწუხვარ ესპანელების გამო, რომლებიც ამ ყველაფრის წინააღმდეგი არიან, მაგრამ ბრაზილიაში ესპანეთი ცნობილია, როგორც რასისტების ქვეყანა და სამწუხაროდ, იმის გათვალისწინებით, რაც ყოველკვირა ხდება, ესპანეთის დაცვა უბრალოდ არ შემიძლია. ამ მოსაზრებას ვეთანხმები, თუმცა ძლიერი ვარ და რასისტების წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებ“.

ცნობისთვის, მატჩის შემდეგ, „ვალენსიამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ნებისმიერი სახის რასიზმი დაგმო. „ღამურები“ გამოძიებას ატარებენ და დამნაშავე გულშემატკივრების კატეგორიულად დასჯას აპირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია სხვა დონეზეა, ნაოპერაციები ხელით 3 თვე ვერ დავარტყამ“ - მერაბის ინტერვიუ
„ილია სხვა დონეზეა, ნაოპერაციები ხელით 3 თვე ვერ დავარტყამ“ - მერაბის ინტერვიუ