ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ყველაზე გამორჩეული - რა შეფასება მიიღო ხვიჩამ ინტერთან მატჩში

სერია A-ს 36-ე ტურში სერია A-ს მოქმედმა ჩემპიონმა „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ფინალისტ „ინტერს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

კვარა ტრადიციულად გამორჩეული იყო და შეხვედრაში ყველაზე მეტი მწვავე მომენტი შექმნა. ხვიჩა „ინტერის" წინააღმდეგ ბურთს სულ 92-ჯერ შეეხო, 67-დან 62 სწორი პასი ჰქონდა (93%) და კარში კი ზუსტად 2-ჯერ დაარტყა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში იყო და მოედანზე 83 წუთი გაატარა. Whoscored-მა ქართველ შემტევს შეხვედრაში ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის საუკეთესო შეფასება 7.45 დაუწერა. კვარამ გოლის ავტორებს ანგისასა (7.01) და დი ლორენცოსაც აჯობა (7.06).

Sofascore-მა კვარაცხელიას 7.3 დაუწერა, რაც მატჩში ორივე გუნდის მოთამაშეთა შორის მე-4 საუკეთესო შეფასება იყო.

„ნაპოლიმ“ შეხვედრა ანგისას, დი ლორენცოსა და ჯანლუკა გაეტანოს გოლებით მოიგო. „ინტერის“ მხრიდან ერთი ბურთის ავტორი რომელუ ლუკაკუ გახდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ნეაპოლელთა ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც 1 სეზონში სერია A-ში ყველა გუნდის დამარცხება შეძლეს.

კვარა VS ინტერი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: მოურინიო საცოდავია, რომას ფეხბურთი ნაგავია
კასანო: მოურინიო საცოდავია, რომას ფეხბურთი ნაგავია