კილიან მბაპე, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

რეალის გრანდიოზული გეგმები | 3 სუპერვარსკვლავის გაფორმებას შეეცდებიან

ცნობილმა სპორტულმა სატელევიზიო არხმა, Sky Sports-მა მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. Sky Sports-ის მიხედვით, „ბლანკოსი“ ხმაურიანი გარიგებების დადებას აპირებს და ჯუდ ბელინგემის, კილიან მბაპესა და ალფონსო დევისის გადაბირება სურს.

„სამეფო კლუბი“ ყველაზე ახლოს ბელინგემის გაფორმებასთანაა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული, თუმცა „დორტმუნდს“ ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია. ამ ინფორმაციას გერმანული BILD-იც ადასტურებს და აცხადებს, რომ როგორც კი სეზონი დასრულდება, ახალგაზრდა ინგლისელი „რეალთან“ ხელშეკრულებას გააფორმებს.

მბაპესთან მიმართებით, ბევრი რამ თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. Sky Sports-ის ცნობით, კილიანის მიერ გასულ ზაფხულს, „პარი სენ-ჟერმენთან“ დადებული 3-წლიანი კონტრაქტი, 2+1 სისტემითაა და მბაპემ უნდა გადაწყვიტოს, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს თუ არა. თუ ასე არ მოხდა, მომდევნო სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და შეეძლება, იანვარში ახალ კლუბთან წინასწარი შეთანხმება დადოს.

ალფონსო დევისი დიდი ხანია „რეალის“ რადარზე იმყოფება. მადრიდელთა პრობლემა ისაა, რომ „ბაიერნი“ კანადელის გაშვებას არ აპირებს და მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. „რეკორდმაისტერი“ დევისს ახალ და გრძელვადიან ხელშეკრულებას უმზადებს და სოლიდურ ანაზღაურებას ჰპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალჯო: „იანის აკრძალული დარტყმა რომ არა, მერაბი ჩემპიონი გახდებოდა“
ალჯო: „იანის აკრძალული დარტყმა რომ არა, მერაბი ჩემპიონი გახდებოდა“