მილანი, ინტერი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“არავინ ფიქრობს, რომ გასვლა შეგვიძლია“ - პიოლი ნახევარფინალის წინ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ერთმანეთს „ინტერი“ და „მილანი“ შეხვდებიან. მატჩის წინ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პიოლი:

„ხვალისთვის მომზადება ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენს გონებაში არის ერთი მიზანი - მოვიგოთ მატჩი და ფინალში გავიდეთ. ამას ხომ ვერავინ იფიქრებს? ახლა, როგორც არასდროს, არავინ ფიქრობს, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია. ვიცი, რომ დიდებული მატჩის ჩატარება შეგვიძლია.

გვინდა, რომ მაღალ დონეზე ვითამაშოთ. „ინტერის“ შეცდომებით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ. „სპეციაზე“ არ გვისაუბრია. წინ გველოდება მატჩი, რომელში მონაწილეობაზეც ფეხბურთელები ოცნებობენ. ჩვენ რამდენიმე შეცდომა დავუშვით, მაგრამ ახლა წარსულზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას ვეცდებით.

აუცილებელია, რომ საგოლე ეპიზოდში უფრო ზუსტები ვიყოთ. ბენასერი თავს კარგად გრძნობს. ასევე კრუნიჩი და მესიასიც კარგად არიან. თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც დაგეგმილია ისინი ხელმისაწვდომნი იქნებიან.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 2:0 დასრულდა. მომავალი მატჩი კი 16 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო ცნობები მესის მომავალზე | ბარსელონა მის გასაფორმებლად ყველაფერს გააკეთებს
ბოლო ცნობები მესის მომავალზე | ბარსელონა მის გასაფორმებლად ყველაფერს გააკეთებს