ევროპა ლიგა: რომამ მოიგო, იუვენტუსმა სევილიასთან 97-ე წუთზე გაათანაბრა
Aa
Aa

ევროპა ლიგა: რომამ მოიგო, იუვენტუსმა სევილიასთან 97-ე წუთზე გაათანაბრა

ევროპა ლიგაზე ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. რომსა და ტურინში დაძაბული მატჩები ვიხილეთ.

„იუვენტუსმა“ „სევილიასთან“ რთული შეხვედრის გადარჩენა შეძლო. ანდალუსიელები პირველ ტაიმში ენ ნესირის გოლით იგებდნენ და თითქმის მთელს მატჩსაც აკონტროლებდნენ, თუმცა 97-ე წუთზე გატის გოლით „ბებერმა ქალბატონმა“ ფინალში გასვლის შანსი დაიტოვა.

სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმების შემდეგ, ეს 1:1 „სევილიას“ უპირატესობას აღარ აძლევს და ერთი კვირის შემდეგ, „სანჩეს პისხუანზე“ დიდი ბრძოლა იქნება.

„იუვესგან“ განსხვავებით თავისი მატჩი მოიგო „რომამ“, რომელმაც შინ „ლევერკუზენს“ 1:0 მოუგო.

მოურინიოს გუნდს მცირე უპირატესობა ჰქონდა, საბოლოოდ 63-ე წუთზე ბოვეს გოლით რომაელებმა მოგება შეძლეს და გერმანიაში ფავორიტის რანგში მიემგზავრებიან.

აღსანიშნავია, რომ „რომამ“ სერია A-ში 4-მატჩიანი მოუგებელი (2 ფრე, 2 მარცხი) სერია დაასრულა და როგორც იქნა გამარჯვება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგუერო: როგორც ჩანს, რეალი მთელი სეზონი ჩემპიონთა ლიგისთვის ვარჯიშობს
აგუერო: როგორც ჩანს, რეალი მთელი სეზონი ჩემპიონთა ლიგისთვის ვარჯიშობს