სიმონე ინძაგი, ფაბიო კაპელო
Aa
Aa

კაპელო: პიოლი ინტერთან კონტრზომებს ვერ პოულობს და ეს პირველად არ ხდება

ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მილანური დერბი შეაფასა და აღნიშნა, რომ სტეფანო პიოლიმ „ინტერს“ ვერაფერი დაუპირისპირა.

„ინტერმა მილანთან მშრალად ზედიზედ მესამე მატჩის მოგება შეძლო, მათ შორის ბოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი იყო. ნერაძური ფინალთან ახლოსაა.

პიოლი კონტრზომებს ვერ პოულობს და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დერბიში ასე ემართება.

მილანის ნახევარდაცვამ ინტერის ცენტრს ვერაფერი დაუპირისპირა. ისინი თავისუფლად მოქმედებდნენ და მეტოქეს ორჯერ მეტ პრობლემას უქმნიდნენ.

მილანმა პირველ ტაიმში ძალიან უხეში შეცდომები დაუშვა. გუნდს ვურჩევდი მეორე მატჩისთვის ისინი დაიმახსოვრონ“.

- განაცხადა კაპელომ Sky Sport Italia-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ „მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველი თამაში მოუგო. აქამდე „როსონერის“ 4 მატჩიდან 2 მოგება და 2 ფრე ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ვუყურებ, სკორსეზეს ფილმები მახსენდება“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
„როცა ვუყურებ, სკორსეზეს ფილმები მახსენდება“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე