სტეფანო პიოლი
Aa
Aa

პიოლი: ასეთი დონის მატჩისთვის ბევრი შეცდომა დავუშვით

სტეფანო პიოლიმ „ინტერთან“ მარცხის (0:2) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და მისი გუნდის მიერ დაშვებული შეცდომები აღიარა.

„ფაქტია, რომ ინტერმა პირველ ტაიმში უკეთ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. ამ დონეზე ფეხბურთი ასეთია. მეტოქე ძალიან კარგი იყო და ჩვენ ასეთი დონის მატჩისთვის ბევრი შეცდომა დავუშვით.

მე-7 წუთამდე ინტერი ჩვენს საჯარიმოში ვერც კი შემოდიოდა და მათ პირველივე კუთხურიდან გაიტანეს. ცხადია მეტად კონცენტრირებულები უნდა ვყოფილიყავით. რწმენა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მეორე მატჩში ინციდენტს შეუძლია ყველაფერი შეცვალოს.

მეორე ტაიმში შანსები გვქონდა, ამიტომ ბუნებრივია მეორე თამაშში მეტი ხარისხი და აგრესიულობა გვჭირდება. ერთ კვირაში უფრო მეტად დღევანდელ მეორე ტაიმთან ახლოს უნდა ვიყოთ.

ბიჭებმა კარგად იციან, რომ ეს იმ დონის შესრულება არ იყო, რაც გვინდოდა და ამიტომ, იმედგაცრუებულები არიან. ვიცით, რომ ფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.

ლეაო? დღეს ის სათამაშოდ მზად არ იყო. მეორე მატჩამდე 6 დღეა და ვიმედოვნებთ ის მზად იქნება“.

- აღნიშნა პიოლიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუჩანოს ეს არ მოსწონს - რაზე ვერ თანხმდებიან სპალეტი და დე ლაურენტისი?
ლუჩანოს ეს არ მოსწონს - რაზე ვერ თანხმდებიან სპალეტი და დე ლაურენტისი?