ქუთაისის ტორპედო, თელავი, წყალტუბოს სამგურალი, სამტრედია, გიორგი ქობულაძე, ლადო ჩიხრაძე
Aa
Aa

ჩიხრაძის გამარჯვების გოლი - ცვლილებაზე გამოვიდა და გაიტანა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა წყალტუბოს „სამგურალმა“ ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო, სტუმრად „თელავი“ ლადო ჩიხრაძის გოლით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა და ოთხივე გოლისას თამაშში ცვლილებაზე გამოვიდა. „სამგურალთან“ გიორგი ნიქაბაძე შეცვალა, 72-ე წუთზე თამაშში ჩაერთო და 86-ე წუთზე დემურ ჩიხლაძის ჩაწოდების შემდეგ „თელავის“ საჯარიმოში ზურაბ გიგაშვილს აჯობა და „სამგურალს“ მოაგებინა.

„სამგურალმა“ ბოლო ექვს შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა, 13 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა.

ლადო ჩიხრაძემ მიმდინარე სეზონში „სამგურალის“ რიგებში სასტარტოში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სასტარტოში მხოლოდ ბათუმის „დინამოსთან“ მოხვდა. ეს მატჩი „სამგურალმა“ დათმო (2:0). ლადოს 4 გოლიდან გამარჯვებისთვის გადამწყვეტი მხოლოდ „თელავთან“ გატანილი გოლი იყო.

ამ გამარჯვების შემდეგ „სამგურალი“ 25 ქულით მეორე ადგილზეა, თბილისის „დინამოს“ 1 ქულით გაასწრო. მე-13 ტურში „სამგურალი“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს (10 მაისი), „თელავი“ ბოლოადგილოსან „შუქურას“ მიიღებს (10 მაისი).

მე-12 ტურში ნომინალურმა მასპინძელმა ქუთაისის „ტორპედომ“ გიორგი ქობულაძის გოლით აუტსაიდერი „სამტრედია“ დაამარცხა. გიორგი ჭელიძის მსგავსად ცვლილება კახა ჩხეტიანმაც გამოიცნო, ქობულაძე შესვენების შემდეგ ჩართო თამაშში, 26 წლის ნახევარმცველმა „ტორპედოს“ რიგებში სადებიუტო გოლი 70-ე წუთზე სტანდარტული ვითარებისას გაიტანა.

„სამტრედიასთან“ შეხვედრამდე კახა ჩხეტიანის გუნდმა ორი მატჩი დათმო, „საბურთალოსთან“ 0:3 დამარცხდა, გორის „დილასთან“ - 0:5. ამ მატჩების შემდეგ იმერულმა გუნდმა სამი ქულა მოიპოვა და 12 ტურში 19 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილზე მყოფ გორის „დილას“ 1 ქულით ჩამორჩება.

მე-13 ტურში „ტორპედო“ „გაგრას“ ესტუმრება (10 მაისი), „სამტრედია“ ბათუმის „დინამოს“ მიიღებს (10 მაისი).

მოგვიანებით მე-13 ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, თბილისის „დინამოსა“ და „გაგრას“ მატჩი უგოლოდ დასრულდა, თბილისის „დინამო“ 24 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან „სამგურალს“ 1 ქულით ჩამორჩება. მე-14 ტურში „სამგურალისა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრა გაიმართება (10 მაისი).

ფოტო: „სამგურალის“ პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილი საუკეთესო იყო - გამარჯვების გოლი და საკვანძო პასები
დავითაშვილი საუკეთესო იყო - გამარჯვების გოლი და საკვანძო პასები