ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ლაციო დამარცხდა - თუ ნაპოლიმ მოიგო, ჩემპიონობას გაინაღდებს

სერია ა-ს 32-ე ტურში მილანის „ინტერმა“ შინ რომის „ლაციო“ 3:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი ფელიპე ანდერსონის გოლით რომაულმა გუნდმა მოიგო. შესვენების შემდეგ ლაუტარო მარტინესმა დუბლი შეასრულა. არგენტინელის გოლებს შორის თავი რობინ გოსენსმა გამოიჩინა.

„ნაპოლიმ“ 31 ტურში 78 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. თუ „ნაპოლი“ „დიეგო მარადონაზე“ „სალერნიტანას“ დაამარცხებს, ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონობას გაინაღდებს, დარჩენილ 6 ტურში 20-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, სერია ა-ს მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში „ნაპოლიმ“ „ლაციო“ სტუმრად დაამარცხა, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში „ლაციომ“ სპალეტის გუნდი სტუმრად დაამარცხა.

თუ „ნაპოლი“ - „სალერნიტანას“ მატჩი ფრედ დასრულდება, სპალეტის გუნდი საჩემპიონო ზეიმი გადაიდება, ამ ტურში სკუდეტოს მოპოვებისთვის ქულა საკმარისი არაა.

„ნაპოლი“ - „სალერნიტანას“ მატჩი დღეს, 17:00 საათზე დაიწყება.

კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები