არსენალი, მანჩესტერ სიტი, მიკელ არტეტა
Aa
Aa

არტეტა: “სწორი ფეხბურთით სრულყოფილება უნდა მივიღოთ“

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „მანჩესტერ სიტი“ „არსენალს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „მეთოფეების“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

არტეტა:

„თუ „სიტის“ დავამარცხებთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრემიერ ლიგა მოვიგეთ. ეს, რა თქმა, უნდა შანსებს ზრდის, მაგრამ წინ კიდევ 5 რთული მატჩი იქნება დარჩენილი. გვინდა, რომ გუარდიოლას გუნდთან მაქსიმალური ქულათა სხვაობა შევქმნათ. ახლა ასე არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალინდელი დაპირისპირება მთელს სეზონს არ განსაზღვრავს.

ასეთ მატჩებში მენტალიტეტი დიდ როლს თამაშობს და ითამაშებს. ჩემი გუნდის რწმენა მაქვს, რადგან მათ ყოველდღე ვადევნებ თვალს და ისინი ძალიან თავდაჯერებულები არიან. ხვალ ვაპირებთ, რომ ყველას ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. სწორი ფეხბურთით სრულყოფილება უნდა მივიღოთ. „სიტის“ დასამარცხებლად სრულყოფილება გჭირდება."

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ დაპირისპირება 26 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაგრაქველიძის პოკერი - დინამოს დასანანი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე
მაგრაქველიძის პოკერი - დინამოს დასანანი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე