არსენალი, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

“ზინჩენკოს და ჟესუსის გაყიდვას არ ვნანობ“ - პეპი არსენალთან მატჩის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „მანჩესტერ სიტი“ „არსენალს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გუარდიოლა:

„აქ ყოფნა ახლა ძალიან მიხარია. პირველი წრის დასრულების შემდეგ, არ მეგონა, რომ ჩემპიონობის შანსი ისევ გვექნებოდა. სწორედ ამიტომ, წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. „არსენალთან“ წინა თამაშებიც საკმაოდ დაძაბული იყო და ახლაც ასეთს ველოდები. ჟესუსის და ზინჩენკოს გაყიდვას არ ვნანობთ, რადგან ეს გადაწყვეტილება ორმხრივი იყო და ყველა ბედნიერია.

ჩემი და არტეტას მეგობრობას არაფერი შეცვლის. ახლა ნაკლები კომუნიკაცია გვაქვს, რადგან ის ლონდონში ცხოვრობს და მე მანჩესტერში. მეგობრები ვართ, მაგრამ მოცემულ მომენტში მეტოქეები. ვფიქრობ, მიკელის მისვლის შემდეგ, „არსენალმა“ საოცარი პროგრესი განიცადა. მეტიც, არტეტამ მთლიანად კლუბის მიდგომა და დამოკიდებულება შეცვალა.

ფეხბურთში სრულყოფილება არ არსებობს. ვერ შეძლებ იყო იდეალური და ისე მოიგო მატჩი. ჩვენ კარგად ვიცით რა მოხდა „ბაიერნთან“ და ასევე რა იქნება მომავალში. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. არ მჯერა, რომ გუნდის შედეგზე გავლენას ვარჯიში ახდენს. დავუშვათ წავაგეთ მატჩი?! ვერავინ დააბრალებს, რომ ცუდად ვივარჯიშეთ. ამ მატჩის ბედს დეტალები გადაწყვეტს.“

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ დაპირისპირება 26 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამერიკაში? - ჩეფერინის ახალი იდეა
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამერიკაში? - ჩეფერინის ახალი იდეა