ლონდონის ჩელსი, იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

ჩელსიში მუშაობაზე უარი თქვა - ნაგელსმანი გაბრაზებულია

როგორც მოგეხსენებათ, იულიან ნაგელსმანი მიუნხენის „ბაიერნიდან“ გაათავისუფლეს. ახალგაზრდა გერმანელის სავარაუდო მომავალ გუნდად ლონდონის „ჩელსი“ დასახელდა.

მეტიც, „არისტოკრატები“ ნაგელსმანს მართლაც ეპატიჟებოდნენ, თუმცა თავდაპირველად იულიანმა სეზონის შუა ნაწილში მუშაობაზე უარი განაცხადა.

დღეს კი ბრიტანული მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს. „ბაიერნის“ ყოფილ მწვრთნელს „ჩელსიში“ მუშაობა საერთოდ აღარ სურს. ამის მიზეზი კი გუნდის კომპლექტაციაა.

არსებობს სხვა მიზეზიც. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელები მაურისიო პოჩეტინოს დაყოლიებასაც ფიქრობენ. ეს კი გერმანელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ის ფიქრობდა, რომ მოლაპარაკება მხოლოდ ფორმალობა იყო და ზაფხულში ის „არისტოკრატებს“ ჩაიბარებდა.

Goal.Com იუწყება, რომ ნაგელსმანმა ჩემპიონთა ლიგის 2-გზის ჩემპიონში მუშაობა საბოლოოდ გადაიფიქრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თრილერი სტამბულში - მუსლერას შეცდომა და ლობჟანიძის კარგი მატჩი
თრილერი სტამბულში - მუსლერას შეცდომა და ლობჟანიძის კარგი მატჩი