ბაიერნი, ინტერი, მანჩესტერ სიტი, ბენფიკა
Aa
Aa

ფრე მილანში და მიუნხენში - ნახევარფინალში სიტი და ინტერი გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში განმეორებითი მატჩები გაიმართა. „ბაიერნმა“ „სიტის“ უმასპინძლა, ხოლო „ინტერმა“ „ბენფიკას“.

ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. მიუნხენში 1:1, მილანში კი 3:3. აღსანიშნავია, რომ „რეკორდმაისტერმა“ მატჩი აქტიურად დაიწყო და გოლის გატანის რამდენი კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ რიგ ეპიზოდებში ედერსონი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

მეორე ნახევარში ისევ უპამეკანო შეცდა, რითიც ერლინგ ჰოლანდმა ისარგებლა და გერმანულ გუნდს გაუტანა. ამის შემდეგ, „ბაიერნი“ გატყდა, თუმცა მატჩის შემოტრიალება მაინც შეძლო. სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად კიმიხმა შეასრულა. დარჩენილ დროში მეტი გოლი აღარ გავიდა და ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტის“ ვიხილავთ.

მილანში გამართული მატჩი უხვგოლიანი გამოვიდა. „ინტერი“ მე-14 წუთზე ბარელას გოლით დაწინაურდა, თუმცა 38-ე წუთზე აურსნესმა წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ნერაძური“ გააქტიურდა, რაც ანგარიშშიც აისახა. მასპინძლები 65-ე წუთზე ლაუტარომ დააწინაურა, რასაც 78-ეზე კორეამ უპასუხა და ანგარიში 3:1 გახდა. პორტუგალიელები მარცხს არ ეგუებოდნენ და შეტევაში გადავიდნენ. 86-ე წუთზე 1 ბურთი სილვამ გაქვითა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მუსამ გაისროლა და საბოლოო შედეგი 3:3 დააფიქსირა.

მაშ ასე, ნახევარფინალური წყვილები ცნობილია. მადრიდის „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ. მეორე მატჩი კი მილანური დერბი - „მილანი“ VS „ინტერი“.

"ბაიერნი" - "სიტი" 1:1

"ინტერი" - "ბენფიკა" 3:3

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლუბის შემოსავლების 25-33%-ს გაუტოლდება - ბარსას მესის დაბრუნება ყველანაირად აწყობს
კლუბის შემოსავლების 25-33%-ს გაუტოლდება - ბარსას მესის დაბრუნება ყველანაირად აწყობს