ლივერპული, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

130 მილიონი - ლივერპული კვარათი შეპყრობილია

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომ მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა ეს ახალი არავისთვის არის. სპორტულ მედიაში უკვე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, რომ ქართველი ფეხბურთელი მალე უფრო დიდ ევროპულ გრანდში გადავა.

ბოლო პერიოდში, „ჯვაროსნების“ შემტევს პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს უკავშირებენ. განსაკუთრებით ბევრი კი „ლივერპულზე“ იწერება. მაგალითად დღეს, ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.

რას წერს Goal.Com?

„“ლივერპული“ ხვიჩა კვარაცხელიათი შეპყრობილია. სეზონის ბოლოს, მერსისაიდელებს ქართველის შეძენა 130 მილიონი ევროს სანაცვლოდ სურთ. მიმდინარე სეზონში, „კვარამ“ ყველა ტურნირზე ერთად 14 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამით ის „ნაპოლის“ სერია ა-ს მოგებაში ეხმარება და დიდი წვლილი შეიტანა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაში. ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ მოახერხებენ „წითლები“ ამხელა თანხის მხოლოდ ერთ ფეხბურთელში გადახდას, თანაც ეს იმის ფონზე, რომ მათ ამ პოზიციაზე ლუის დიასი ჰყავთ.“

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია ა-ს 74 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს“ 13 ქულით უსწრებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, „პარტენოპეიმ“ პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირება „მილანთან“ 0:1 წააგო. განმეორებითი შეხვედრა ნეაპოლში 18 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“არ მგონია, რომ ტრავმა სერიოზულია“ - ბალარდინი ლოჩოშვილზე
“არ მგონია, რომ ტრავმა სერიოზულია“ - ბალარდინი ლოჩოშვილზე