სტეფანო პიოლი
Aa
Aa

პიოლი: ნეაპოლში თავდაჯერებულები ჩავალთ, სიძნელეები გაცნობიერებული გვაქვს

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

„მე უკვე მეორე მატჩზე ვფიქრობ, რომელიც კიდევ უფრო შესანიშნავი იქნება. დიდი ტემპი, დიდი ემოცია, ძალიან ბევრი ტექნიკური შეცდომა. ორი ძალიან დაბალანსებული და რთული მატჩი ორივე გუნდისთვის. მეტოქემ დღევანდელი შეხვედრა ჩვენზე უკეთ დაიწყო. ცოტათი ვწუხვარ, რომ საბოლოოდ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ დაფიქსირებული შედეგი იმედს გვაძლევს.

ბენასერის ცვლილება? ფლანგის მოთამაშის დამატება და დიასის ცენტრში შეწევა ვცადე. ბენასერმა დიდებულად ითამაშა, მაგრამ ცოტათი დაიღალა, რადგან დიდი შრომა გასწია.

ვინ მომეწონა ყველაზე მეტად? ლეაო, ტომორი, ჟირუ, ყველა მომეწონა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დონის შეხვედრა ჩავატარეთ. ნეაპოლში თავდაჯერებულები ჩავალთ, სიძნელეები გაცნობიერებული გვაქვს.

ეს იყო მაღალი დონის მატჩი, ორივე მხრიდან ბევრი ტექნიკური შეცდომით. ნეაპოლში მაღალი თავდაჯერებულობითა და კონცენტრაციით ჩავალთ“.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა ზუსტად 1 კვირაში, 18 აპრილს 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი ლორენცო: “თავდამსხმელის გარეშე თამაში ადვილი არ იყო“
დი ლორენცო: “თავდამსხმელის გარეშე თამაში ადვილი არ იყო“