მილანი, ნაპოლი, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

დი ლორენცო: “თავდამსხმელის გარეშე თამაში ადვილი არ იყო“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მილანმა“ „ნაპოლი“ 1:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ კაპიტანმა დი ლორენცომ კომენტარი გააკეთა.

დი ლორენცო:

„ვფიქრობ კარგად ვითამაშეთ. „სან სიროზე“ ჩვენი თვისებები გამოვავლინეთ. მეორე მატჩის წინ, თავდაჯერებულები ვართ. აქ ჩამოსვლა და ნამდვილი თავდამსხმელის გარეშე თამაში ადვილი არ იყო. მიუხედავად ამისა, ელმასთან ერთად ბევრი შანსი შევქმენით. ვნახოთ რა იქნება მეორე თამაშში.

კიმმა ყვითელი ბარათი პროტესტის გამო მიიღო. სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხშირად ხდება. ეს არ იყო თამაში, რომელზეც მსაჯებზე უნდა ვისაუბრო. ჩვენ სწორი დამოკიდებულება გვქონდა და მთავარი სწორედ ეს არის.

ფეხბურთელები დაგვაკლდებიან, მაგრამ ვინც ითამაშებს აბსოლუტურად ყველა ძლიერი იქნება. უნდა გავიმარჯვოთ, რათა ნახევარფინალში გავიდეთ. იმედი მაქვს, ჩვენს სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება.“

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ განმეორებითი მატჩი 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

კვარას ყველა მომენტი „მილანთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენზემას და ასენსიოს რეკორდი - რეალმა ჩელსის შანსი არ დაუტოვა
ბენზემას და ასენსიოს რეკორდი - რეალმა ჩელსის შანსი არ დაუტოვა