ლიონელ მესი, პარი სენ ჟერმენი, რონალდ კუმანი
Aa
Aa

კუმანი: “მესის სხვა ფორმაში ხილვა უცნაურია, ბარსაში უნდა დაბრუნდეს“

„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლეო მესის „ბლაუგრანაში“ დაბრუნებას მხარი დაუჭირა.

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინელ სუპერვარსკვლავს ბარსაში დაბრუნება სურს, მაგრამ ჯერჯერობით კლუბისგან არანაირი ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

რა თქვა კუმანმა?

„ლეო მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ის გუნდი, რომელშიც გადავა ყველგან ფავორიტი იქნება. მისი „ბარსელონადან“ წასვლა თავიდანვე განვიცადე და ძალიან ცუდი დღე იყო. როდესაც მესის სხვა გუნდის მაისურში  ვხედავ მაინც უცნაური შეგრძნებაა. არ ვიცი ახლა რა სიტუაციაა და რას ფიქრობს ის, მაგრამ მის ბარსაში დაბრუნებას ვემხრობი.“

შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა არგენტინელმა კატალონიური გრანდი 2021 წელს დატოვა. 2021 წლიდან დღემდე, მესიმ „პარი სენ ჟერმენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 68-ჯერ მოირგო, 30 გოლი გაიტანა  და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოსიმენს ახალი ტესტები ჩაუტარდება...“ - დაბრუნდება, თუ არა მილანთან?
„ოსიმენს ახალი ტესტები ჩაუტარდება...“ - დაბრუნდება, თუ არა მილანთან?