ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, არტურო დი ნაპოლი
Aa
Aa

„ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ვერ ვხედავ“ - დი ნაპოლი კვარაზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა არტურო დი ნაპოლიმ Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა.

„ოსიმენი და სიმეონე ძალიან მნიშვნელოვან დანაკლისს წარმოადგენენ, მაგრამ სიმშვიდის საფუძველს ის მაძლევს, რომ „ნაპოლი“ გამოცდილი გუნდია, ყველა მოთამაშემ იცის, რა უნდა გააკეთოს. კვარაცხელია ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ვერ წარმომიდგენია. მასში კარიდან ზურგით თამაშის თვისებებს ვერ ვხედავ, როგორც ტოტი თამაშობდა სპალეტის ფორმაციის „რომაში“.

იტალიური გამოცემა ilmionapoli წერს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ შეხვედრაში სპალეტისთვის შესაძლოა გამოსავალი ხვიჩა კვარაცხელიასთვის პოზიციის შეცვლა იყოს.

„შესაძლოა სპალეტის გამოსავალი და ტაქტიკური გასაღები ხვიჩა კვარაცხელია იყოს. ეს ქართველის ბუნებრივი როლი არ არის, საუბარია „ცრუ ცხრიანის“ პოზიციაზე. 77-ე ნომერს საამისო უნარები აქვს, ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია ამ პოზიციაზე. სიმეონეს ტრავმის შემდეგ, ლეჩესთან მან რამდენიმე წუთი სწორედ ცრუ ცხრიანად ითამაშა. მისმა ნიჭმა შესაძლოა მილანის მცველების დეზორიენტაცია გამოიწვიოს.

„ნაპოლის“ ქომაგების გონება შესაძლოა რამდენიმე წლით უკან დაბრუნდეს, როცა 2016-17 წლების სეზონში მაურიციო სარიმ გამოუვალი მდგომარეობის გამო უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და დრის მერტენსი ცრუ ცხრიანად გამოიყენა. ბელგიის ნაკრების ფეხბურთელის კარიერა ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად შეცვალა. ამის შემდეგ მერტენსი „ნაპოლის“ ყველა დროის ბომბარდირიც გახდა. ვინ იცის, იქნებ კვარაცხელიამაც იპოვოს ამ პოზიციაზე თავისი ახალი როლი, რომელმაც შესაძლოა მის მახასიათებლები და უნარები უკეთ წარმოაჩინოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოსიმენზე დამოკიდებულნი არ ვართ“ - სპალეტისა და დი ლორენცოს კომენტარები
„ოსიმენზე დამოკიდებულნი არ ვართ“ - სპალეტისა და დი ლორენცოს კომენტარები