ილია თოფურია, ალექსანდერ ვოლკანოვსკი, ჯოშ ემეტი, იაირ როდრიგესი
Aa
Aa

თოფურია: „ემეტი პირველ რაუნდში დასაფინიშებლად იდეალური კანდიდატია“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მომდევნო ჩხუბზე ისაუბრა, რომელსაც თბილისის დროით, 18 ივნისს, ჯოშ ემეტის წინააღმდეგ გამართავს. „ელ მატადორი“ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, თვლის, რომ ემეტს პირველ რაუნდში დააფინიშებს და მორიგი წარმატების შემდეგ, სატიტულო ბრძოლის მიღება სურს.

„ბრძოლის გამართვა ძალიან მინდოდა და როგორც იქნა, გამოჩნდა ვიღაც, ვისაც კვერცხები აღმოაჩნდა, რომ ოქტაგონზე ჩემ წინააღმდეგ გამოვიდეს. ჯოშ ემეტს დასაკარგი არაფერი აქვს, რადგან სუპერვარსკვლავთან იჩხუბებს. მას შეეძლება, ჩემთან გამართული ბრძოლით მთელი ცხოვრების განმავლობაში იამაყოს და შვილებს მოუყვეს, რომ ილია თოფურიას ეჩხუბა.

ემეტი პირველ რაუნდში დასაფინიშებლად იდეალური კანდიდატია. მისი სტილი ჩემთვის ხელსაყრელია და საშუალებას მომცემს, 17 ივნისის საღამოს გავიბრწყინო. ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობ, არის ის ემეტი ოქტაგონზე გამოვა თუ არა. მყოლია მეტოქეები, რომლებსაც მოუგონიათ, რომ ვირუსი ან რამე ტრავმა აქვთ, რის გამოც, ჩხუბზე უარი უთქვამთ (მოვსარ ევლოევმა თოფურიასთან ჩხუბზე უარი კორონავირუსის გამო თქვა). ასე რომ, მხოლოდ ბრძოლის გამართვის ალბათობაზე ვნერვიულობ.

ემეტთან ჩხუბი ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. წლის ბოლოს ნომერ პირველი ვიქნები და გავაკეთებ იმას, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. არ მაინტერესებს, ჩვენი წონითი დივიზიონის ჩემპიონი იაირ როდრიგესი იქნება თუ ალექს ვოლკანოვსკი. ნებისმიერთან ჩხუბისთვის მზად ვარ და ჯოშ ემეტის პირველ რაუნდში დაფინიშების შემდეგ, სატიტულო ბრძოლის გარდა, სხვა ვარიანტი არ იარსებებს. გამარჯვებული წაგებულებთან არ ჩხუბობს. აქ ჩემი სახელისა და მემკვიდრეობის დასატოვებლად ვარ და საჩემპიონო ბრძოლის მიღება მინდა.

ბრაიან ორტეგას რაც შეეხება, მან ძალიან კარგად იცის, ვინ ვარ და ყოველთვის ასე იყო. თავი მოგვაჩვენა, თითქოს ჩემ შესახებ არაფერი იცოდა და შემდეგ მაინც მოუწია, ჩემზე ელაპარაკა. მასზე საუბარში დროის დაკარგვა არ მინდა და არ მაქვს სურვილი, ვილაპარაკო ადამიანზე, რომელიც ტრავმებს იგონებს და არც იცის, რომელი მხარი სტკივა, მარჯვენა თუ მარცხენა. მასთან ჩხუბი აღარ მაინტერესებს და ის წარსულს ჩაბარდა“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ემეტის დაპირისპირება ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და წინ 5-რაუნდიანი ბრძოლა გველოდება. ემეტი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ტოპ 15-ში მე-5 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარამ ცრუ ცხრიანზე ივარჯიშა - რას გადაწყვეტს სპალეტი
კვარამ ცრუ ცხრიანზე ივარჯიშა - რას გადაწყვეტს სპალეტი