პეპ გუარდიოლა, ტომას ტუხელი
Aa
Aa

„სრულყოფილი თამაში გვჭირდება“ - ტუხელი მატჩის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიუნხენის „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ტუხელმა:

ზოგადად, პეპის გუნდებს ყოველთვის აქვთ თავისი უნიკალური სტილი. ჩვენის მხრივ ვეცდებით, რომ კონკურენციის სწორი გზები ვიპოვოთ როგორც ბურთით, ისე ბურთის გარეშეც. სრულყოფილი თამაში გვჭირდება. კარგად გავაანალიზეთ „სიტის“ ბოლო რამდენიმე კვირა. ინგლისში რამდენიმე წელი ვმუშაობდი და ვფიქრობ, კარგად გვაქვს წარმოდგენილი, თუ რა გველოდება ხვალინდელ შეხვედრაში. მეტოქეს დომინაცია უყვარს, ჩვენ კი ამის შეჩერებას ვეცდებით.

ამ ტურნირზე თამაშით ყველა აღფრთოვანებულია და ამ ეტაპის დაძლევა ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება. ეს ზუსტად ისეთი ტესტია, როგორსაც ვისურვებდით. ბოლო შედეგებს უნდა დავეყრდნოთ, რომ რაიმე შანსი გვქონდეს. აშკარაა სიტის სათამაშო სტილი და ვხედავ, როგორი ეფექტი მოიტანა პეპმა ბოლო 6, თუ 7 წლის მუშაობის შემდეგ. ძალიან შემტევი და ძლიერი გუნდია, რომელიც კარგ ფორმაშიცაა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა 12 აპრილს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება, საპასუხო მატჩი კი „ალიანც არენაზე“ 19 აპრილს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარამ ცრუ ცხრიანზე ივარჯიშა - რას გადაწყვეტს სპალეტი
კვარამ ცრუ ცხრიანზე ივარჯიშა - რას გადაწყვეტს სპალეტი