პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„ნაპოლიზე საუბარი არ მინდა, სპალეტი გამიბრაზდება“ - გუარდიოლა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს, პეპ გუარდიოლას მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა „ნაპოლის“ დამრიგებლის, ლუჩანო სპალეტის განცხადებაზე ჰკითხეს, რასაც ესპანელმა სპეციალისტმა ასე უპასუხა:

ნაპოლი? მათზე ლაპარაკი არ მსურს, რადგან სპალეტი გამიბრაზდება. ის ძალიან ჯიუტია...

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან „მანჩესტერ სიტისა“ და „ნაპოლის“ შედარებაზე გამოთქვა უკმაყოფილება. მიმდინარე სეზონში, „ნაპოლის“ ჯერჯერობით, ინგლისურ კლუბზე უკეთესი შედეგი აქვს და ჟურნალისტების კითხვაც სწორედ ამას ემსახურებოდა, სპალეტიმ კი ასეთი რამ თქვა:

„ამით საერთოდ არ ვამაყობ, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ამას ჩვენთვის, უაზრო ზეწოლის მეტი არაფერი მოაქვს. მათ ტრანსფერებზე 900 მილიონი ევროს დახარჯვა შეუძლიათ, ჩვენ კი 9 მილიონის. ასეთი სხვაობას ერთდროულად ჩვენი აშენებაც და დანგრევაც შეუძლია“.

პეპ გუარდიოლასთვის „ნაპოლი“ რომ სიმპათიური გუნდია, ეს ესპანელმა სპეციალისტმა გასულ თვეს დაადასტურა:

„ნაპოლი“, წელს ევროპაში ალბათ საუკეთესო გუნდია. თამაშის სტილით „არსენალს“ ჰგავს“, - თქვა პეპმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტი“ ხვალ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება, „ნაპოლი“ კი 12 აპრილს „მილანს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Il Mattino: ოსიმენი და სიმეონე მილანთან მატჩს გამოტოვებენ
Il Mattino: ოსიმენი და სიმეონე მილანთან მატჩს გამოტოვებენ