ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი
Aa
Aa

მუხლის ტრავმა - ჩუპო-მოტინგი მანჩესტერ სიტისთან არ იქნება

რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, მიუნხენის „ბაიერნს“ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე პრობლემები აქვს.

მიმდინარე სეზონში, აღნიშნულ პოზიციაზე ჩუპო-მოტინგი გვევლინება. გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

ცნობილი ხდება, რომ 34 წლის თავდამსხმელი მანჩესტერში გუნდთან ერთად ვერ გაფრინდება და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის მიზეზი მუხლის სახსრების პრობლემებია.

ცნობისთვის, „სიტისა“ და „ბაიერნის“ მომავალი დაპირისპირება 11 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

რაც შეეხება ჩუპო-მოტინგს, გერმანელმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 28-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თუ ნერვიულობთ სტადიონზე არ მოხვიდეთ“ - ლამპარდმა გულშემატკივრებს მიმართა
“თუ ნერვიულობთ სტადიონზე არ მოხვიდეთ“ - ლამპარდმა გულშემატკივრებს მიმართა