კრიშტიანუ რონალდუ, პეპ გუარდიოლა, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

„თამაშს კარგად აღიქვამს“ - პეპმა ჰოლანდი, მესი და რონალდუ შეადარა

პეპ გუარდიოლას ჟურნალისტებმა მესის, რონალდუსა და ჰოლანდის შედარება სთხოვეს, რაზეც პეპის პასუხი ასეთი იყო:

„ვფიქრობ, მესი უფრო მრავალმხრივი მოთამაშეა. მას თამაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია, რადგან ის თამაშს კარგად აღიქვამს. დანარჩენი ორი, კრიშტიანუ და ჰოლანდი მანქანებივით არიან.

მაგრამ ერლინგმა იცის, რომ ეს ბიჭები ორი ათწლეულის განმავლობაში დომინირებდნენ. მათ გაიტანეს გოლები, მოიგეს თასები, მიაღწიეს აბსოლუტურად ყველაფერს.

ვფიქრობ, რომ ფეხბურთი კრიშტიანუს და მესის წყალობით უკეთესი გახდა, იმის წყალობით, რაც მათ სპორტის ამ სახეობისთვის გააკეთეს.

ერლინგი მხოლოდ 22 წლისაა და შედეგს მსოფლიოს ურთულეს ლიგაში აჩვენებს. ამით მსჯელობა შემიძლია, რადგან სხვა ჩემპიონატებში მიმუშავია. ერლინგი შესანიშნავ საქმეებს აკეთებს",

- თქვა პეპ გუარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ გუარდიოლა ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, რომლის გაწვრთნილმა სამმა სხვადასხვა მოთამაშემ, 3 სხვადასხვა გუნდში, ერთ მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო - მესი, ლევანდოვსკი და ჰოლანდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პაოლო, სტამბოლში გნახავ“ - მალდინი ანჩელოტის ზარს იხსენებს
„პაოლო, სტამბოლში გნახავ“ - მალდინი ანჩელოტის ზარს იხსენებს