ფრენკ ლამპარდი
Aa
Aa

ლამპარდი რეალთან მატჩზე: თუ ღელავთ, მაშინ საერთოდ ნუ უყურებთ

ფრენკ ლამპარდმა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან“ გასამართ მატჩზე ისაუბრა და თავისი ფეხბურთელების მიმართ ნდობა გამოხატა.

- როგორ უყურებ მადრიდის რეალთან მატჩს? ზოგიერთი შეშფოთებულია…

„თუ ღელავთ, მაშინ საერთოდ ნუ უყურებთ. ფეხბურთელებმა არ უნდა ინერვიულონ. როდესაც ფეხბურთელები ჩელსიში გადადიან, ასეთ რამეს უნდა ელოდონ. ყველა მოთამაშე, დაწყებული მატეო კოვაჩიჩით, რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, მუდრიკამდე, რომელიც გუნდს ახლახან შეუერთდა, იმსახურებს ჩელსიში თამაშს. თუ ეს მოთამაშეები აქ არიან, ესე იგი ამას იმსახურებენ.

არ ვამბობ, რომ გუნდს აგრესია აკლია. ერთიანობაა საჭირო. ზოგჯერ თავდაჯერებულობის ნაკლებობა აგრესიას ჰგავს. ვულვერჰემპტონს დავუპირისპირდით, რომელიც ძალიან აგრესიული გუნდია. შესაძლოა, საკმარისად კარგად არ ვიბრძოლეთ.

ამ ყველაფრის თქმა არც ისე მიჭირს, რადგან უნდა ითქვას, რომ რეალობად იქცეს, რასთანაც შემდგომში უნდა ვიმუშაოთ.

ოთხშაბათს სულ სხვა მატჩი გველოდება, მაგრამ ასეთი მომენტები ჩვენთან მაინც რჩება. ძალების აღსადგენად და მოსამზადებლად რამდენიმე დღე გვაქვს. შემდეგ კი ისევ ვეცდებით",

- განაცხადა ლამპარდმა.

„ჩელსი“ „რეალის“ მატჩი ოთხშაბათს 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ავტოსადგომზე დაელოდა და სახეში ჩაარტყა - ვალვერდე/ბაენას ინციდენტი
ავტოსადგომზე დაელოდა და სახეში ჩაარტყა - ვალვერდე/ბაენას ინციდენტი