Aa
Aa

"როცა მე და მესი წავალთ, სუპერვარსკვლავები ისინი იქნებიან"... - რონალდუს საინტერესო კომენტარი

კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარი აზრი მომავლის ფეხბურთის შესახებ დააფიქსირა და ის მოთამაშეები დაასახელა, რომლებიც მის და მესის ჩამნაცვლებლად ესახება.

"როცა მე და მესი კარიერას დავასრულებთ, ფეხბურთს სუპერვარსკვლავები მაინც არ მოაკლდება.

ჩემი აზრით, მარკო ასენსიოს, ნეიმარს, კილიან მბაპეს, ედენ აზარს, უსმან დემბელესა და მარკუს რაშფორდს ჩვენი შეცვლა შეუძლიათ და მთავარი ვარსკვლავები ისინი იქნებიან". - განაცხადა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ 32 წლისაა, ხოლო ლიონელ მესი - 30-ის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები