ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ეს ბიჭი ერთ ფუნდამენტურ რამეს ავლენს“ - დელ პიერო კვარაზე

Sky Sport-ის სტუდიაში მყოფმა ალესანდრო დელ პიერომ, ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ქართველი შემტევი დეტალურად დაახასიათა.

„მე ვფიქრობ, რომ მისი ტექნიკური უნარების მიღმა, ეს ბიჭი ერთ ფუნდამენტურ რამეს ავლენს: ძლიერ სურვილს. ატალანტასთან მატჩში მას დიდი ვნება ჰქონდა. მას აქვს მონდომება, რომ აჩვენოს ის, რაც აქვს და ამას ბუნებრივი გზით აკეთებს. ეს მნიშვნელოვანი რამ არის.

ის ახალ არაჩვეულებრივ ფორმაშია. ვხედავთ, თუ როგორ ურტყამს ის, ძლიერად და წვრილმანების ძიების გარეშე. ჩემი აზრით, ატალანტასთან გოლის დროს ის ცოტას ფიქრობდა, მოედანმა თავად უთხრა მას, თუ რა უნდა გაეკეთებინა. მას აქვს ფიზიკური და ტექნიკური უნარები, რომ შეძლოს ამ ყველაფრის გაკეთება სისწრაფითა და სურვილით.

კვარაცხელიას თამაშიდან და მისი მანერებიდან ჩანს ბრწყინვალება და თავდადების სურვილი, რასაც ის აჩვენებს გუნდში, რომელიც დღეს დიდებულ ფორმაშია“.

- აღნიშნა დელ პიერომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩამდე - აინტრახტის და ატალანტას ქომაგებმა ნეაპოლი ერთად დაარბიეს
მატჩამდე - აინტრახტის და ატალანტას ქომაგებმა ნეაპოლი ერთად დაარბიეს