ლიონელ მესი
Aa
Aa

სუპერ წინადადება საუდის არაბეთიდან | 220 მილიონი მესის

ლიონელ მესის საუდის არაბეთში ელოდებიან. Marca-ს ინფორმაციით, არის შანსი, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კარიერა „ალ-ჰილალის“ რიგებში გააგრძელოს. ამ კლუბს საუდის არაბეთში ყველაზე დიდი ისტორია აქვს და მისი ხელმძღვანელები „ლა პულგას“ ასტრონომიულ შეთავაზებას უმზადებენ.

ესპანური გამოცემის მიხედვით, „ალ-ჰილალი“ მზადაა, ლეოს ხელფასის სახით, სეზონში 220 მილიონი ევრო გადაუხადოს. სამშაბათს, „ლა პულგას“ მამა, ხორხე მესი, რომელიც ამავდროულად, მისი აგენტიცაა, ერ-რიადში ჩაფრინდა, რათა კლუბის წარმომადგენლებთან კომერციულ საკითხებზე მოლაპარაკებები გამართოს.

საინტერესოა, რომ „ალ-ჰილალს“ მხარს საუდის არაბეთის სამეფო ოჯახიც უჭერს და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, კანონები შეცვალონ და სახელფასო ლიმიტი გაზარდონ, რათა ლეოს გადაბირება შესაძლებელი გახდეს. „ალ-ჰილალს“ ფიფასგან სანქციები აქვს დაწესებული და ახალწვეულების გაფორმება ზაფხულამდე არ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ მესის „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმება ჯერ არ მიუღწევია. თუ ლეომ კლუბის დატოვება გადაწყვიტა, მას იმდენი ხელფასი ექნება, რამდენიც „ალ-ნასრის“ რიგებში მოასპარეზე კრიშტიანუ რონალდუს. თუმცა, განსხვავება ისაა, რომ მესის შედარებით გრძელვადიან ხელშეკრულებას სთავაზობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპაში ყველაზე გადამწყვეტი ფეხბურთელია“ - ანრი და კარაგერი კვარაზე
„ევროპაში ყველაზე გადამწყვეტი ფეხბურთელია“ - ანრი და კარაგერი კვარაზე