მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

მერაბ დვალიშვილი: “იანთან, რომ წამეგო შეიძლება თავი მომეკლა“

ლას ვეგასში UFC Fight Night ღონისძიება გაიმართა. ქართველი გულშემატკივრები ამ დღეს დიდ ხანს ელოდნენ, რადგან Mainc Card-ზე მონაწილეობას მერაბ დვალიშვილი იღებდა. ქართველი მებრძოლი პიოტრ იანს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, დვალიშვილი პრესკონფერენციაზე გამოვიდა.

რა თქვა დვალიშვილმა?

„გაკვირვებული არ ვიყავი, რადგან მე UFC-ის დიდებულ მებრძოლებთან ერთად ბევრს ვვარჯიშობ. მე მხოლოდ ვნერვიულობდი. მინდოდა ყველაფერი კარგად გამეკეთებინა და არ მსურდა რაიმე სახის ინციდენტი მომხდარიყო. უდიდესი მოტივაცია მქონდა, რადგან მე ჩემს ქვეყანას, ხალხს და გუნდს წარმოვადგენ. ნებისმიერ სხვასთან წაგება პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ პიოტრ იანთან, რომ წამეგო შეიძლება თავი მომეკლა ან რაიმე მსგავსი. ის დიდებული მებრძოლია, მაგრამ ცოტა თავხედი. UFC-ის მებრძოლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, რომ იანი კარგი ბიჭი არ არის.

ნებისმიერ შემთხვევაში, მე დღეს გამარჯვებული ვარ და არ ვიცი, შეიძლება პიოტრი კარგი ბიჭიც არის, მაგრამ ამაზე ბევრი საუბარი არ მსურს. ვფიქრობ, ეს წაგება მას ბევრ რამეზე დააფიქრებს და სხვა მებრძოლების მიმართ პატივისცემას გაუჩენს. დღევანდელ დღემდე ის ფიქრობდა, რომ საუკეთესო და პირველი ნომერია. ის ასევე ფიქრობდა, რომ მე ნული ვიყავი. ასე არ შეიძლება. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ. იდეალური არავინ არის. არავინ უნდა გალანძღო და ყველას პატივი უნდა სცე. მე არ ვამბობ, რომ საუკეთესო ვარ. მე მინდა, რომ საუკეთესო ვიყო. მსურს ხალხმა მაგალითი ჩემგან აიღოს. არაფრიდან მოვედი და ახლა ტოპ მებრძოლებში ვარ. ამის გაკეთება ყველას შეუძლია, თუმცა ბევრი უნდა იმუშაონ.

ნებისმიერთან მსურს ჩხუბი. მინდა, რომ ძალიან დაკავებული ვიყო. ასე რომ, სულ ერთია!! ვისაც UFC აირჩევს იმას შევებრძოლები. პრობლემა არავისთან მაქვს. ჩემი პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ჩემს მეგობართან დაპირისპირება არ მსურს. ის ნამდვილი ჩემპიონია. მაკგრეგორს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რაც ამ სპორტისთვის გააკეთა. ის ქარიზმატული ადამიანია და ჩემი დარტყმები მოსწონს. კონორს დიდ პატივს ვცემ, ის ნამდვილი მებრძოლია.

უკრაინიდან მხარს ბევრი ადამიანი მიჭერდა, რადგან იცოდნენ, რომ რუსს ვუპირისპირდებოდი. რუსეთის დამარცხება არ შეგვიძლია, მაგრამ მათი დამარცხება სპორტში შეგვიძლია. მინდა უკრაინელებს ვუთხრა, რომ იყვნენ ძლიერები! მათ დიდ პატივს ვცემ. ეს ომი დასრულდება და ყველა სიმშვიდეში ვიცხოვრებთ. ადრეც მითქვამს, რომ ომის წინააღმდეგი ვარ. როდესაც 17 წლის ვიყავი, რუსეთმა საქართველოს დაარტყა. ბომბები ჩამოაგდეს. ეს ძალიან საშიში იყო. არმიაში წასვლა და ხალხის დახმარება მინდოდა, მაგრამ იმ დროს 17 წლის ვიყავი და ძიუდოთი ვიყავი დაკავებული. ძალიან საშიში იყო, რადგან ბომბები ვარდებოდა და შეიძლება დაღუპულიყავი. ახლა უკრაინაში ხალხი იღუპება. 21-ე საუკუნეა და არანაირი ომი არ უნდა არსებობდეს.

ჩვენ რუსეთის მეზობელი ვართ და ისინი გვეუბნებიან, რომ თუ ნატოში შევალთ და თუ ამერიკასთან ვიმეგობრებთ, მოგვკლავენ. ჩვენ თავისუფლები ვართ. ყველა ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს. ყველას თავისი ისტორია, ტრადიციები და დამწერლობა აქვს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართული ძალა“ - ცნობილი ჟურნალისტების გამოხმაურება მერაბის ტრიუმფზე
„ქართული ძალა“ - ცნობილი ჟურნალისტების გამოხმაურება მერაბის ტრიუმფზე