კილიან მბაპე, ტიერი ანრი
Aa
Aa

„პსჟ-დან უნდა წახვიდე და ეს გააკეთო“ - ანრი მბაპეს რჩევას აძლევს

ტიერი ანრი პსჟ-ს მარცხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კლუბს ქომაგებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„როგორია კლუბის გეგმა? როგორია მათი იდენტობა? როგორია ფილოსოფია? არაერთხელ მითქვამს, რომ კლუბსა და გულშემატკივარს შორის უფსკრულია. ისინი პრაქტიკულად ძველ პარი სენ-ჟერმენს ანიჭებენ უპირატესობას. ეს შეიძლება სიგიჟედ მოგეჩვენოთ, რადგან 20 წლის წინ რომ მეუბნებოდნენ, რომ პარიზში ასეთი გუნდი იარსებებდა, მე ვიფიქრებდი, რომ ეს ხუმრობაა, რომ ასე არ შეიძლებოდა მომხდარიყო.

იმ დროს გულშემატკივრები ამბობდნენ: „მომეცი ფურცელი, სად მოვაწერო ხელი?" ახლა, როდესაც მათ ეს გუნდი ჰყავთ, ისინი ყოველთვის კმაყოფილები არ არიან, რადგან მათ გუნდის მათთან იდენტიფიცირება არ შეუძლიათ”.

ანრი პარიზელთა ლიდერთა სამეულსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კლუბს მათი შენარჩუნება გაუჭირდება.

„ნუ თუ არ ღირს უკან დაბრუნება და ახალგაზრდა ფრანგი მოთამაშეების გაფორმება, რომლებიც პარიზულ კლუბს აღმერთებენ? კინგსლი კომანი ნახეთ, გაიტანა და არ აღნიშნა. თუ პროექტი ასეთი იქნება, მაშინ ქომაგები შეხედავენ და იტყვიან, რომ საინტერესოა.

 

ჩემი აზრით, ეს მბაპეს გადარჩენის გზაა, თუმცა მაინც არ მგონია ეს გუნდს დაეხმაროს. პსჟ-ს ახლა მისი შენარჩუნება გაუჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ის გასულ ზაფხულს გუნდში დარჩა.

 

 

მე გეტყვით, რატომ დავტოვე არსენალი. მე კონკურენცია მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს. მე მიყვარდა არსენალი, მაგრამ უფრო მეტად მიყვარდა კონკურენცია. ასე რომ, თუ გიყვარს კონკურენცია, კილიან, მაშინ უნდა წახვიდე და ეს გააკეთო“,

- თქვა ანრიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
okdiario: „ჩავიმ კვარაცხელიას ტრანსფერი მოითხოვა“
okdiario: „ჩავიმ კვარაცხელიას ტრანსფერი მოითხოვა“