იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

ნაგელსმანი: როცა ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ, ძალიან კარგები ვხდებით

იულიან ნაგელსმანმა პსჟ-ს დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა.

„რა თქმა უნდა, შედეგი ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი თამაში. თუ, ჩვენს მაქსიმალურ წყურვილსა და ემოციურობას გავაერთიანებთ იმ ხარისხთან, რაც გვაქვს, მაშინ ყველაფერს მივაღწევთ. ეს არის ყოველ ჯერზე ამ ორი რამის შერწყმა.

თუ, ჩვენ ვთამაშობთ და საკუთარი ფეხბურთის დემონსტრირებას ვახდენთ, ძალიან კარგები ვართ. თუ ამ ყველაფრის შერწყმას ვახერხებთ წარმოუდგენლად კარგები ვხდებით. თუ ამას არ ვაკეთებთ, გარკვეულ მატჩებში პრობლემები შეგვექმნება.

პირველ ტაიმში ჩვენ ეს ყველაფერი კარგად არ გაგვიკეთებია. ძალიან ბევრ სივრცეს ვტოვებდით. მეორე ტაიმში თავს უკეთ ვიცავდით და ბურთით სახიფათოდ ვმოქმედებდით. საბოლოოდ, გამარჯვება დავიმსახურეთ“.

- აღნიშნა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში მიუნხენელებმა პარიზელები 3:0 დაამარცხეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მაფია“ - ბილბაოს ქომაგების საპროტესტო გეგმა ბარსასთან მატჩში
“მაფია“ - ბილბაოს ქომაგების საპროტესტო გეგმა ბარსასთან მატჩში