კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

გალტიე მატჩის შემდეგ: გოლი სულელურ სიტუაციაში გავუშვით

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ „ბაიერნთან“ მარცხის (0:2) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

„ჩვენს მთავარ მატჩებში არ ვიცოდით, თუ როგორ უნდა გაგვეტანა გოლი. კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, სადაც მომენტებში გავამწვავეთ. შანსები გვქონდა და შეგვეძლო კარგი შედეგი დაგვეფიქსირებინა, მაგრამ მეორე ტაიმში გოლი სულელურ სიტუაციაში გავუშვით.

ვიცოდით, რომ თამაში ბაიერნის ზეწოლის ქვეშ მოგვიწევდა. არ ვიცი არის, თუ არა ეს ჩვენთვის გაკვეთილი, მაგრამ ეს არის იმედგაცრუება. ანგარიში, რომ გაგვეხსნა მატჩი სხვაგვარი იქნებოდა.

ორივე მატჩში მნიშვნელოვანი დანაკლისით ვიყავით. ასევე მოგვიწია ცენტრალური მცველების შეცვლა. ცხადია ამ ყველაფერმა დაგვასუსტა. ახლა წინ უნდა გავიხედოთ და სვლა განვაგრძოთ.

ჩემი მომავალი? ამაზე ლაპარაკი მართლა ნაადრევია. ჩემი მომავალი ჩვენს სპორტულ მენეჯმენტზე და პრეზიდენტზეა დამოკიდებული. კლუბი ამ ტურნირზე დიდ იმედებს ამყარებდა“.

შეგახსენებთ, რომ პარიზელები ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შარვალი ჩაიხადა, მკერდზე შეეხო | უოკერი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
შარვალი ჩაიხადა, მკერდზე შეეხო | უოკერი სერიოზულ სკანდალში გაეხვია