პსჟ, კილიან მბაპე, ტომას მიულერი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

მიულერი: „თუ ჩვენი გეგმა იმუშავებს, კილიანი მხიარული ვერ იქნება“

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მიუნხენის „ბაიერნი“ პსჟ-ს უმასპინძლებს. მატჩისწინა დღეს გერმანული კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა ტომას მიულერმა მედიასთან ისაუბრა.

„პირველი მატჩი 0:1 მოვიგეთ. ვფიქრობ, ეს უპირატესობაა, მაგრამ ფეხბურთში ერთბურთიანი უპირატესობა ყოველთვის შეიძლება აღმოიფხვრას. ეს კარგად მესმის. ასევე, ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ეს კარგია.“

ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: „თქვენი ფავორიტი ფეხბურთელი პსჟ-დან“?

მიულერი: „ეს ადვილი კითხვაა, კილიანი. მას გიჟური ენერგია აქვს, რომელიც პენალტის ნიშნულთან არსებულ სივრცეში სწორ გადაწყვეტილებებთანაა კომბინირებული. მისი თამაშის ყურებით მთელი მსოფლიო სიამოვნებას იღებს, თავდაჯერებულია, მაგრამ ვეცდებით, ხვალ მას ხელი შევუშალოთ. თუ ჩვენი გეგმა იმუშავებს, კილიანი მხიარული ვერ იქნება“.

შეგახსენებთ, პსჟ შინ „ბაიერნთან“ 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი 53-ე წუთზე კინგსლი კომანმა გაიტანა. საპასუხო მატჩი 9 მარტს გაიმართება, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები