ნანტი, კილიან მბაპე, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

ისტორია დაწერილია - მბაპე პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „ნანტს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში უკანასკნელი გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, რომელიც მისთვის და კლუბისთვის ისტორიული აღმოჩნდა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დღეიდან პარიზული გრანდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. აქამდე ეს მიღწევა ედისონ კავანის ეკუთვნოდა, რომელსაც 200 გოლი ჰქონდა გატანილი, ხოლო ახლა კილიანს 201 დაუგროვდა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ მბაპემ 201 გოლის გატანა 246 ჩატარებულ შეხვედრაში მოახერხა, ხოლო ვეტერანმა ურუგვაელმა 200 გოლი 301 მატჩში გაიტანა. შეგახსენებთ, რომ კილიანი „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს.

ხუთეული კი ასე გამოიყურება

1 - მბაპე 201 გოლი
2 - კავანი 200 გოლი
3 - იბრაჰიმოვიჩი 156 გოლი
4 - ნეიმარი 118 გოლი
5 - პაულეტა 109 გოლი

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდებული ქამბექი - არსენალმა ბორნმუთს 0:2-დან მოუგო
დიდებული ქამბექი - არსენალმა ბორნმუთს 0:2-დან მოუგო