ლიონელ მესი, ლუკა ლოჩოშვილი, ლიონელ სკალონი, ალესია პუტეიასი
Aa
Aa

მესი, სკალონი, მარტინესი - FIFA THE BEST-ის გამარჯვებულები ცნობილია

პარიზში 2022 წლის FIFA THE BEST-ის დაჯილდოება გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

FIFA-ს ვერსიით, 2022 წლის საუკეთესო ქალი მეკარე მერი ერპსი გახდა, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავს. წარდგენილნი იყვნენ კეტრინ ბერგერი და კრისტიანე ენდლერი.

FIFA-ს ვერსიით, 2022 წლის საუკეთესო მეკარე ემილიანო მარტინესი გახდა, რომელმაც კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. წარდგენილნი იყვნენ ტიბო კურტუა და იასინ ბონო.

პუშკაშის(წლის საუკეთესო გოლი) ჯილდო მარჩინ ოლეკსიმ მიიღო. შეგახსენებთ, რომ ოლეკსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გახლავთ და მან გოლი მაკრატელა დარტყმით გაიტანა.

2022 წლის საუკეთესო ქალი მწვრთნელი სერენა ვიგმენი გახდა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად ქალთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

FIFA-მ 2022 წლის საუკეთესო მამაკაცი მთავარი მწვრთნელის ჯილდო ლიონელ სკალონის მიანიჭა, რომელმაც არგენტინას ნანატრი მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა. წარდგენილნი იყვნენ კარლო ანჩელოტი და პეპ გუარდიოლა.

2022 წლის Fair Play-ს გამარჯვებული ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი გახდა, რომელმაც საკუთარი თანაგუნდელი სიკვდილს გადაარჩინა.

ასევე გამოვლინდა 2022 წლის საუკეთესო თერთმეტეული, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

ტიბო კურტუა, აშრაფ ჰაკიმი, ჟოაუ კანსელუ, ვან დაიკი, დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო, ლეო მესი, კილიან მბაპე, კარიმ ბენზემა, ერლინგ ჰოლანდი

2022 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი „ბარსელონას“ თავდამსხმელი ალესია პუტეიასი გახდა. წარდგენილნი იყვნენ ალექს მორგანი და ბეთ მედი.

და ბოლოს - FIFA-ს ვერსიით, 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, რომელსაც საოცარი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა და არგენტინას ნანატრი ტიტული მოაგებინა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ჯილდოზე ლეოსთან ერთად კარიმ ბენზემა და კილიან მბაპე იყვნენ წარდგენილნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაუპატიურების ბრალდება - ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
გაუპატიურების ბრალდება - ჰაკიმი სკანდალში გაეხვა