სტადიონის საპირფარეშოში პორნოგრაფიული ფილმი გადაიღეს - ნიცამ საჩივარი დაწერა
Aa
Aa

სტადიონის საპირფარეშოში პორნოგრაფიული ფილმი გადაიღეს - ნიცამ საჩივარი დაწერა

29 იანვარს, საფრანგეთის ლიგა 1-ში, „ნიცა“ საკუთარ კედლებში „ლილს“ დაუპირისპირდა და 1:0 იმარჯვა. რამდენიმე საათის წინ, ეს შეხვედრა საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა, რაც ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის დამსახურება გახლავთ.

როგორც გაირკვა, მატჩის მიმდინარეობისას, სტადიონ „ალიანც რივიერაზე“ მდებარე ერთ-ერთი საპირფარეშოში სამოყვარულო პორნოგრაფიული ფილმი გადაიღეს. RMC Sport-ის მიხედვით, „ნიცამ“ საჩივარი დაწერა და მომხდარის შესახებ კლუბმა ინფორმაცია გულშემატკივრებისგან მიიღო.

„მართალია, ნიცამ ლილი 1:0 დაამარცხა, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ის გულშემატკივარი იყო, რომელიც პორნო ვარსკვლავმა ალიანც რივიერაზე მისვლის შემდეგ, „გამოწვევასთან“ გასამკლავებლად აირჩია“, - წერს RMC Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ „ნიცამ“ 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილს იკავებს. ფრანგულ კლუბს ზედიზედ 4 მოგება აქვს და მომდევნო შეხვედრა 18 თებერვალს, „რეიმსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ მისი ფეხსაცმელები იპოვეს - კრისტიან ატსუს ისევ ეძებენ
მხოლოდ მისი ფეხსაცმელები იპოვეს - კრისტიან ატსუს ისევ ეძებენ