ხვიჩა კვარაცხელია, ლუიშ ფიგუ, გაეტანო დ\'აგოსტინო
Aa
Aa

დაგოსტინო: „ხვიჩა ფიგუს მაგონებს“

„რომას“, „უდინეზესა“ და „ფიორენტინას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გაეტანო დაგისტინომ Tuttomercatoweb-ს ინტერვიუ მისცა. იტალიელმა ნახევარმცველმა ბევრ თემაზე ილაპარაკა და ლუჩანო სპალეტის კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია მოჰამედ სალაჰს შეადარა.

„პირადად მე, ქართველი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუს მაგონებს. მისი შეხება, დარტყმები და ჩაწოდებებიც კი ფიგუს მახსენებს. რამდენად მნიშვნელოვანია სპალეტი კვარას პროგრესისთვის? ჩემი აზრით, სპალეტი თავის შეგირდებს ყოველთვის უკეთეს ფეხბურთელებად აქცევს. ლუჩანო მათ ისე ავარჯიშებს, რომ მჭიდრო სივრცეები სათავისოდ გამოიყენონ და განსაკუთრებით, შემტევებს ეხმარება. ლუჩანომ ოსიმენს ხელი შეუწყო, დიდი პროგრესისთვის მიეღწია და ის არის სპეციალისტი, რომელიც დეტალებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდის მომდევნო გაჩერება „სასუოლოა“, რომელსაც პარასკევს, თბილისის დროით, 23:45-ზე გაეჯიბრება. ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, „პარტენოპეი“ თავის შეხვედრას 22 თებერვალს გამართავს. ნეაპოლური გრანდი სტუმრის სტატუსით იასპარეზებს.

ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „კვარას“ ანგარიშზე 9 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. იგი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ერთადერთი დებიუტანტია, რომელსაც ეს სტატისტიკა აქვს გაფორმებული. ყველა ტურნირის ეგიდით, მან 23 მატჩში ითამაშა და 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლონდონში უფრო რთული მატჩი იქნება“ - კონტესა და პიოლის კომენტარები
„ლონდონში უფრო რთული მატჩი იქნება“ - კონტესა და პიოლის კომენტარები