გიორგი ჩაკვეტაძე, ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

„ფანტასტიკური გამჭრიახობა აჩვენა“ - საფეხბურთო ექსპერტი ჩაკვეზე

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგა მე-19 ტურში „დუნაისკა სტრედასა“ და ბრატისლავას „სლოვანის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს. 67-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე გადაცემამ „სლოვანის“ შეტევა გაამწვავა და საბოლოოდ კუჩკამ გოლი შეაგდო. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

საფეხბურთო ანალიტიკოსმა მარტინ მიკულიჩმა, რომელსაც ბრატისლავას „არტმედიას“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უთამაშია, TV Dajto-სთან ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

მარტინ მიკულიჩი:„საოცარი პასი და მოულოდნელი გოლის გამტანი კუჩკა. შესაძლოა, ველოდით, რომ პასის ავტორი უმცროსი ვლადიმირ ვაისი ან ჩავრიჩი იქნებოდა, მაგრამ იქ ჩაკვეტაძე იყო, ფანტასტიკური გამჭრიახობა გამოავლინა“.

გიორგი ჩაკვეტაძემ სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 3 საგოლე პასი შეასრულა.

მატჩის შემდეგ „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმაც ისაუბრა: „შესანიშნავი მატჩი სავსე ემოციებით, მაგრამ დღეს ის ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა. ფრე დამსახურებულია, თუმცა უკეთ თამაში შეგვეძლო. მნიშვნელოვანია, რომ არ დავმარცხდით“.

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში, 19 ტურის შემდეგ „სლოვანი“ 42 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „დუნაისკა სტრედას“ 3 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Fichajes: „რეალს ხვიჩა არ ავიწყდება, შეტევის გაძლიერების ერთ-ერთი ვარიანტია“
Fichajes: „რეალს ხვიჩა არ ავიწყდება, შეტევის გაძლიერების ერთ-ერთი ვარიანტია“